შეუძლია თუ არა ბიბლიას დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ საიდან მოვდივართ? ბევრი ამბობს „არა“, თუმცა ბიბლიდან ჩვენს შესახებ ბევრი რამის გაგება არის შესაძლებელი. მაგალითად, განვიხილოთ, რას გვასწავლის ბიბლია ჩვენი დასაბამის შესახებ. პირველ თავში ნათქვამია:
და თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად. და ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძვრის.“
დაბ. 1:26-27
„ღვთის ხატად“

რას ნიშნავს, რომ ღმერთმა კაცობრიობა „ღვთის ხატად“ შექმნა? ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთს ორი ხელი და თავი აქვს. პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ძირითადი მახასიათებლები ღმერთისგან მოდის. ბიბლიაში ღმერთი შეიძლება იყოს მოწყენილი, განაწყენებული, გაბრაზებული ან სიხარულის მქონე – იგივე ემოციები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ არჩენებსა და გადაწყვეტილებებს. ღმერთიც იღებს არჩევნებსა და გადაწყვეტილებებს. ჩვენ შეგვიძლია მსჯელობა და ღმერთიც მსჯელობს. ჩვენ გვაქვს ინტელექტის, ემოციისა და ნებისყოფის შესაძლებლობები, რადგან ღმერთს ეს უნარები აქვს და მან ჩვენ თავის ხატად შეგვქმნა. ის არის ჩვენი არსებობის წყარო.
ჩვენ თვითშეგნებულები ვართ და გვაქვს „მე“-სა და „შენ“-ს განცდა. ჩვენ არ ვართ უპიროვნო „ის“. თქვენ ასეთი ხართ, რადგან ღმერთი ასეთია. ბიბლიის ღმერთი არ არის უპიროვნებო, როგორც „ძალა (Force)“ ფილმების სერიაში „ ვარსკვლავური ომები (Star Wars)“. ვინაიდან ღმერთმა ჩვენ თავის ხატად შეგვქმნა, არც ჩვენც ვართ უპიროვნებონი.
რატომ გვიყვარს სილამაზე?

ჩვენ ასევე ვაფასებთ ხელოვნებას, დრამას და სილამაზეს. ჩვენ გვჭირდება სილამაზე ჩვენს გარემოში. მუსიკა ამდიდრებს ჩვენს ცხოვრებას და გვაცეკვებს. ჩვენ გვიყვარს კარგი ისტორიები, რადგან ისტორიებს ჰყავთ გმირები, ბოროტმოქმედები და დრამა. შესანიშნავი ისტორიები ამ გმირებს, ბოროტმოქმედებს და დრამას ჩვენს წარმოსახვაში ათავსებს. ჩვენ ხელოვნებას მისი მრავალი ფორმით მიყენებთ გასართობათ, დასასვენებლად და ძალების აღსადგენად, რადგან ღმერთი ხელოვანია და ჩვენ მის ხატად ვართ მოვლენილი. იბადეება კითხვა, რომლის დასმაც ნამდვილად ღირდს: რატომ ვეძებთ სილამაზეს ხელოვნებაში, დრამაში, მუსიკაში, ცეკვაში, ბუნებაში ან ლიტერატურაში? დენიელ დენეტი, გულახდილი ათეისტი და ტვინის კვლევის სპეციალისტი, პასუხობს არაბიბლიური პერსპექტივიდან:
„რატომ არსებობს მუსიკა? არსებობს მოკლე პასუხი და ის მართალია, რამდენადაც ეს ასეა: ის არსებობს, რადგან ჩვენ გვიყვარს და ამიტომ მისგან უფრო და უფრო მეტს ვქმნით. მაგრამ რატომ გვიყვარს ის? იმიტომ, რომ ლამაზად აღვიქვამთ. მაგრამ რატომ არის ის ჩვენთვის ლამაზი? ეს სრულიად ბიოლოგიური კითხვაა, მაგრამ მას ჯერ არ აქვს კარგი პასუხი.“
დენიელ დენეტი. შელოცვის გატეხვა: რელიგია, როგორც ბუნებრივი ფენომენი (Breaking the Spell: Religion as a Natural Phenomenon). გვ. 43
ღმერთის გარდა, არ არსებობს ნათელი პასუხი იმაზე, თუ რატომ არის ხელოვნების ყველა ფორმა ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი. ბიბლიის თვალსაზრისით, ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთმა შექმნა ყველაფერი ლამაზი და ტკბება სილამაზით. ჩვენ, მის ხატად შექმნილები, მსგავსად ვართ. ეს ბიბლიური სწავლება ხელოვნებისადმი ჩვენს სიყვარულს განმარტავს.
სილამაზე მათემატიკაში
ესთეტიკურ სილამაზესთან მჭიდრო კავშირშია მათემატიკა. გეომეტრიული თანაფარდობებიდან მიღებული ნიმუშები წარმოშობს ფრაქტალებს და სხვა ფორმებს, რომლებიც ჩვენთვის ლამაზი და მათემატიკურად ელეგანტურია. უყურეთ ამ ვიდეოს, რომელიც მანდელბროტის სიმრავლის ელეგანტურობას ხსნის და სვამს კითხვას: რატომ მართავენ სამყაროს ქცევას აბსტრაქტული ცნებები, როგორიცაა რიცხვები?
რატომ ვართ მორალურები
„ღვთის ხატად შექმნილი“ ჩვენს მორალურ პრინციპებს განმარტავს. ჩვენ გვესმის, რა არის „არასწორი“ და რა არის „კარგი“ ქცევა – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ენები და კულტურები ძალიან განსხვავებულია. მორალური მსჯელობა “ჩვენშია”. როგორც ცნობილი ათეისტი რიჩარდ დოკინსი ამბობს:
„ჩვენი მორალური მსჯელობების საფუძველს უნივერსალური მორალური გრამატიკა წარმოადგენს… ისევე, როგორც ენის შემთხვევაში, მორალური გრამატიკის პრინციპები ჩვენი ცნობიერების მიღმა რჩება.”
რიჩარდ დოკინსი,ღმერთის ილუზია. გვ. 223
დოკინსი განმარტავს, რომ სწორი და არასწორი ჩვენშია ჩადებული, ისევე როგორც ჩვენი ენის ფლობის უნარი, თუმცა მისთვის რთულია ახსნა, თუ რატომ ვართ ასეთები. გაუგებრობები მაშინ ხდება, როდესაც არ ვაღიარებთ ღმერთს, როგორც ჩვენი მორალური კომპასის მომნიჭებელს. მაგალითად, ავიღოთ კიდევ ერთი ცნობილი ათეისტის, სემ ჰარისის ეს შენიშვნა.
„თუ მართალი ხართ, რომ რელიგიური რწმენა მორალის ერთადერთ რეალურ საფუძველს წარმოადგენს, მაშინ ათეისტები ნაკლებად მორალურები უნდა იყვნენ, ვიდრე მორწმუნეები.“
სემ ჰარისი. 2005. წერილი ქრისტიანი ერისადმი, გვ. 38-39
ჰარისს არასწორად ესმის. ბიბლიური თვალსაზრისით, ჩვენი მორალის განცდა ღვთის ხატად შექმნიდან მომდინარეობს და არა რელიგიურობიდან. სწორედ ამიტომ, ათეისტებს, ისევე როგორც ჩვენ ყველას, აქვთ ეს მორალური განცდა და შეუძლიათ მორალურად იმოქმედონ. ათეისტებს უბრალოდ არ ესმით, რატომ ვართ ასეთები.
რატომ ვართ ასეთი რელაციურები ?
საკუთარი თავის გასაგებად საწყისი წერტილი არის იმის აღიარება, რომ ღვთის ხატად ხართ შექმნილნი. არ არის რთული შეამჩნიოთ, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანები ურთიერთობებს. კარგი ფილმის ყურება კარგია, მაგრამ ბევრად უკეთესია მისი მეგობართან ერთად ყურება. ბუნებრივია, ჩვენ ვეძებთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს გამოცდილების გასაზიარებლად და ჩვენი კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.
მეორე მხრივ, მარტოობა და ოჯახური ურთიერთობების ან მეგობრობის გაწყვეტა სტრესს იწვევს.
ღმერთი სიყვარულია
თუ ადამიანი ღმერთის ხატად არის შექმნილი, ლოგიკურიაა, რომ იგივე მორალურ აქცენტს ღმერთშიც ვპოულობდეთ – და ასეც არის. ბიბლია ამბობს, რომ
‘ღმერთი სიყვარულია. ‘
1იოან. 4:8
ბიბლია ბევრჯერ უსვამს ხაზს, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ღმერთი ჩვენს სიყვარულს – მისადმი და ერთმანეთისადმი. იესომ გვასწავლა , რომ ბიბლიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მცნება სიყვარულს ეხება.

ამიტომ, ღმერთი მოსიყვარულედ უნდა აღვიქვათ. თუ მას მხოლოდ „კეთილ არსებად“ აღვიქვამთ, მაშინ აღარ ვსაუბრობთ ბიბლიურ ღმერთზე, არამედ ვქმნით ღმერთს ჩვენსავე წარმოსახვაში. მიუხედავად იმისა, რომ ის ასეთია , ის ასევე ენთუზიაზით აღსავსეა ურთიერთობებში. მას უბრალოდ სიყვარული არ „აქვს“, ის თვითონ არის სიყვარულია. ბიბლიური ღმერთის ორი ყველაზე თვალსაჩინო სახე არის მამა – შვილებისთვის და მეუღლე ცოლისთვის . ეს არ არის შორეული ურთიერთობები, არამედ ადამიანური ურთიერთობების ყველაზე ღრმა და ინტიმური ფორმებია. ბიბლია ამბობს, რომ სწორედ ასეთი არის ღმერთი.
მაშ ასე, შევაჯამოთ. ადამიანები შექმნილნი არიან ღვთის ხატად, რაც ნიშნავს, რომ მათ გააჩნიათ გონება, ემოციები და თვითნება. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავისა და სხვების გაცნობიერება. ვიცით განსხვავება სწორსა და არასწორს შორის. ადამიანებს სჭირდებათ სილამაზე, დრამა, ხელოვნება და ისტორია, მისი ყველა ფორმით. ჩვენ ბუნებრივად ვეძებთ ურთიერთბებსა და მეგობრობას. ეს იმიტომ ხდება, რომ ღმერთი ასეთია და ჩვენ მას დავმსგავდით – ღმერთის ხატად ვართ შექმნილნი.
შენ – ღირებულების ხატი
ახლა კი ცოტა მეტი ვიფიქროთ გამოსახულებებზე. მნიშვნელოვან გამოსახულებებს მხოლოდ ღირებულ ობიექტებზე ვათავსებთ. მაგალითად, თითქმის ყველა ქვეყნის ვალუტაში გამოსახულია დამფუძნებელი მამის ან ამ ქვეყნის ისტორიის პატივცემული პიროვნების გამოსახულება. ასე რომ, 5 დოლარიან აშშ დოლარზე წინა მხარეს აბრაამ ლინკოლნია გამოსახული. ვერასდროს ნახავთ ვალუტას ისეთი ჩვეულებრივი ობიექტის გამოსახულებით, როგორიცაა ფორთოხალი. გამოსახულების შინაგანი ღირებულება გამომდინარეობს იქიდან, თუ რას წარმოადგენს ის. აბრაამ ლინკოლნის გამოსახულება ამერიკელებისთვის ძვირფასია, ამიტომ ისინი ამ გამოსახულებას მნიშვნელოვან ობიექტებზე, მაგალითად, ფულზე ათავსებენ.
ანალოგიურად, რადგან თქვენ ღვთის ხატად ხართ შექმნილნი (და არა სხვა რამედ ), თქვენ უსაზღვროდ ღირებულნი ხართ. თქვენ გაქვთ ღირებულება და ღირსება თქვენი სიმდიდრის, ასაკის, განათლების, სოციალური სტატუსის, ენისა და სქესის მიუხედავად, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ „ღვთის ხატი“ ხართ. ღმერთმა ეს იცის და სურს, რომ თქვენც გააცნობიეროთ ეს.
მაგრამ თუ ეს ასეა, რატომ არის სამყარო, შენიც და ჩემიც, სავსე ტანჯვისა და სიკვდილის დაუსრულებელი ციკლებით? ბიბლიური ისტორია აგრძელებს იმის ახსნას, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.