Skip to content

წყურვილი

1 და აიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოდან სამგზავროდ, უფლის ბრძანებისამებრ, და დაიბანაკეს რეფიდიმში. და არ აღმოჩნდა სასმელი წყალი ხალხისათვის. 2 და წაეჩხუბა ხალხი მოსეს, და უთხრეს: „მოგვეცით ჩვენ წყალი, რომ დავლიოთ.“ და უთხრა მათ მოსემ: „რას მეჩხუბებით? რად ცდით უფალს?“

3 და სწყუროდა იქ ხალხს წყალი, და დრტვინავდა ხალხი მოსეზე და ამბობდა: „რისთვის გამოგვიყვანე ჩვენ ეგვიპტიდან? ჩვენი, ჩვენი შვილებისა და ჩვენი ჯოგის წყურვილით დასახოცად?“ 4 და შეღაღადა მოსემ უფალს ასე: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც, და ჩამქოლავენ.“ 5 და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაიარე ხალხის წინ, წაიყვანე ისრაელის უხუცესნი და შენი კვერთხი, რომელიც დაჰკარი მდინარეს, აიღე ხელში, და წადი.

6 და მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე. და შენ დაჰკარი კლდეს და გადმოვა მისგან წყალი, და დალევს ხალხი.“ და მოსემ გააკეთა ეს ისრაელის უხუცესთა თვალწინ. 7 და უწოდა სახელად იმ ადგილს მასა და მერიბა, ისრაელის ძეთა ჩხუბის გამო და უფლის გამოცდის გამო, როცა თქვეს: „არის ჩვენს შორის უფალი თუ არ არის?“