წინა თავში განვიხილეთ, თუ რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანები „ღვთის ხატად შექმნა“. ეს ხსნის, თუ რატომ არის ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი. თუმცა ბიბლია მხოლოდ შექმნით არ შემოიფარგლება, ის მოგვიანებით სერიოზულ პრობლემაზეც საუბრობს. პრობლემის დანახვა შეგვიძლია ბიბლიის ამ ფსალმუნიდან.
‘უფალმა ზეციდან გადმოხედა ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე ჭკუათმყოფელი, ღმერთს რომ ეძიებს. ყველამ უარყო, ერთაანად საძულველნი გახდნენ; არ არის მქნელი კეთილისა, ერთიც არ არის. ‘ (ფსალმ. 13:2-3)
ეს იმაზე მეტყველებს, რომ „ყველანი“ „შებღალულნი“ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა „ღვთის ხატად“ შეგვქმნა, რაღაცამ ყველა ჩვენგანში ეს ხატება დაარღვია. ჩვენ ვავლენთ შებღალულობას როდესაც ადამიანი ირჩევს დამოუკიდებლობას ღმერთისგან („ყველამ გადაუხვია“ ღმერთის ძიებას)(„ყველა განუდგა“ „ღმერთის ძიებას“) და ასევე „სიკეთის“ არ კეთებაში .
მოაზროვნე ელფები და ორკები

ამის გასაგებად, შევადაროთ ორკები და ელფები ფილმიდან „ბეჭდების მბრძანებელი“. ორკები მახინჯები და ბოროტები არიან. ელფები კი — ლამაზები და მშვიდობისმოყვარეები (იხილეთ ლეგოლასი). თუმცა ორკები ოდესღაც ელფები იყვნენ, რომლებიც საურონმა დაამახინჯა. მათში ელფის საწყისი ხატი გაფუჭებული იყო. ანალოგიურად, ბიბლია ამბობს, რომ ადამიანებიც (სულიერად) დამახინჯებულნი არიან. ღმერთმა ელფები შექმნა, მაგრამ ჩვენ ორკები გავხდით.
მაგალითად, ჩვენ ვიცით, რა არის „სწორი“ და „არასწორი“ ქმედება. მაგრამ არ ვცხოვრობთ იმის მიხედვით, რაც ვიცით. ეს ჰგავს კომპიუტერულ ვირუსს, რომელიც აზიანებს კომპიუტერის გამართულ მუშაობას. ჩვენი მორალური კოდექსი არსებობს – მაგრამ ვირუსმა დააინფიცირა იგი. ბიბლია იწყება ადამიანებით, როგორც კარგი და მორალური, მაგრამ ასევე შებღალული. ეს ემთხვევა იმას, თუ როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს. თუმცა, ის ასევე ბადებს კითხვას: რატომ შეგვქმნა ღმერთმა ასეთი? (ვიცოდეთ რა არის სწორი და არასწორი, მაგრამ ამის გამო შებღალულნი). როგორც ათეისტი კრისტოფერ ჰიჩენსი ჩივის:

„… თუ ღმერთს ნამდვილად სურდა, რომ ადამიანები გათავისუფლებულიყვნენ ასეთი აზრებისგან [ანუ დამახინჯებული აზრებისგან], მას უფრო მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა სხვა სახეობის გამოგონებისთვის.“ კრისტოფერ ჰიჩენსი. 2007. ღმერთი არ არის დიადი: როგორ წამლავს რელიგია ყველაფერს. გვ. 100
მაგრამ მას ძალიან მნიშვნელოვანი რამ გამორჩა, ბიბლია არ ამბობს, რომ ღმერთმა ასე შეგვქმნა, არამედ რაღაც საშინელება მოხდა მას შემდეგ, რაც ღმერთმა შეგვქმნა. პირველი ადამიანები ღმერთს აუჯანყდნენ და ამ აჯანყებამ შეიცვალათ და დაამახინჯათ.
კაცობრიობის დაცემა
ამას ხშირად დაცემას უწოდებენ . ღმერთმა შექმნა ადამი , პირველი ადამიანი. ღმერთსა და ადამს შორის იყო შეთანხმება, რაც გავს ქორწინების ხელშეკრულებას – ერთგულების პირობას, და ადამმა დაარღვია იგი. ბიბლიაში წერია, რომ ადამმა შეჭამა „ კეთილისა და ბოროტების შეცნობის ხიდან “, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთთან შეთანხმებული ჰქონდა, რომ ამ ხეს არ შეეხებოდა. შეთანხმებამ და თავად ხემ ადამს მისცა თავისუფალი არჩევანი, დარჩებოდა თუ არა ღვთის ერთგული. ადამი ღვთის ხატად იყო შექმნილი და მასთან მეგობრობის საშვალება ჰქონდა. მაგრამ ადამს თავისი შექმნის შესახებ არჩევანი არ ჰქონდა, ამიტომ ღმერთმა მას მისცა არჩევანი: ემეგობრობა მასთან თუ არა.
ისევე, როგორც დგომის არჩევანი არარეალურია, თუ ჯდომა შეუძლებელია, ადამის მეგობრობა და ნდობა ღმერთის მიმართ არჩევანი უნდა ყოფილიყო. ეს არჩევანი დაფუძნებული იყო იმ ერთი ხის ნაყოფის არ ჭამის მცნებაზე. და ადამმა ამბოხება აირჩია. ის, რაც ადამის აჯანყებით დაიწყო, თაობებს შორის განუწყვეტლივ გაგრძელდა და დღესაც ჩვენში გრძელდება. შემდეგ განვიხილავთ , თუ რას ნიშნავს ეს.